Edison Research

Edison Research: გამოკითხულთა 67% ქართული ოცნების მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი

ფორმულა

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით პარტია ქართული ოცნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 67%-ს, პოზიტიური კი მხოლოდ 33%-ს.

გამოკითხულთა 65% ნეგატიურად არის განწყობილი პარტია ევროპული საქართველოს მიმართ, პოზიტიურად კი - 35%.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი გამოკითხულთა 71%, პოზიტიურად - 29%.

იგივე შედეგი არის პატრიოტთა ალიანსის შემთხვევაში.

ლეიბორისტული პარტიის მიხედვით ნეგატიურად არის განწყობილი 67%, პოზიტიურად - 33%.

პარტია ახალი საქართველოს (გიორგი ვაშაძე) მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი 64%, პოზიტიურად - 36%.

მოქალაქეების (ალეკო ელისაშვილი) მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი 68%, პოზიტიურად - 32%.

ლელოს მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი გამოკითხულთა 73%, პოზიტიურად - 27%.

გამარჯვებული საქართველოს (ირაკლი ოქრუაშვილი) მიმართ ნეგატიურად განწყობილია 77%, პოზიტიურად 23%.

თავისუფალი საქართველოს (კახა კუკავა) მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი 79%, პოზიტიურად კი 21%.

იგივე შედეგი აქვს ნინო ბურჯანაძის პარტიას - დემოკრატიული მოძრაობა.

რესპუბლიკური პარტიის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი გამოკითხულთა 81%, პოზიტიურად - 19%.

ეკა ბესელიას პარტიის - სამართლიანობისთვის მიმართ ნეგატიურად განწყობილია 83%, პოზიტიურად - 17%.

გირჩის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი 85%, პოზიტიურად - 15%.

კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა 2 000 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.1%-ია.

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას" გამოკითხულთა 39% პასუხობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 16% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 5% - ევროპულ საქართველოს. დანარჩენი შედეგები კი შემდეგნაირად ნაწილდება:

ლეიბორისტული პარტია 3%, ლელო - 3%, ახალი საქართველოსთვის - 3%, პატრიოტთა ალიანსი - 3%, გირჩი - 2%, მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 2%, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის (ნინო ბურჯანაძე) - 1%, გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%, სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) - 1%, თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) - 1%.

გამოკითხულთა 20%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას.

კომენტარები