ეკონომიკა

რუსეთის ეკონომიკა კრიზისამდელ მოცულობას 2024 წლის ბოლოს დაიბრუნებს

რუსეთის ეკონომიკა კრიზისამდელ მოცულობას 2024 წლის მეოთხე კვარტალში დაიბრუნებს. ამის შესახებ საუბარია გამოცემა Economist-ის მიერ მომზადებულ გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზში.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკის აღდგენა სხვა ქვეყნებთან შედარებით საგრძნობლად ნელი იქნება. პროგნოზის მიხედვით, უფრო სწრაფად აღდგება BRICS-ის ჯგუფის სხვა ქვეყნები, მათ შორის ბრაზილია, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა და ჩინეთი. 

გამოცემის ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში რუსეთის ეკონომიკა ჯამურად 15%-ით შემცირდა, თუმცა რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, კლება 10%-ს გაუტოლდა.

მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ 2030 წლისთვის, 6 წლით გადადო ე.წ. ნაციონალური პროექტების დასრულების ვადა. აღნიშნული პროექტი ჯერ კიდევ დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის დროს დაიბადა და მისი დასრულება 2024 წლისთვის იგეგმებოდა. 

ამბიციური გეგმის შესრულების შემდეგ რუსეთი მსოფლიოს 5 უმსხვილეს ეკონომიკაში უნდა შესულიყო. ამასთანავე, ეკონომიკის აღდგენის ტემპები, შესაძლოა, რუსეთის მთავრობის გეგმებმა კიდევ უფრო შეანელოს. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, მომდევნო წელს მთავრობა ხარჯვას 322 მილიარდი დოლარიდან 280 მილიარდ დოლარამდე შეამცირებს.

კომენტარები