ქანიე ვესტი

ქანიე ვესტი: ყოველ გაჩენილ ბავშვზე ოჯახმა მილიონი დოლარი უნდა მიიღოს

0 კომენტარი
ქანიე ვესტი 19 ივლისს, ჩარლსტონში.

ამერიკელმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესტმა, 19 ივლისს, სამხრეთ კაროლინას ქალაქ ჩარლსტონში ამომრჩევლებთან პირველი შეხვედრა გამართა.

ქანიე ვესტი ხალხის წინაშე ჯავშანჟილეტით წარსდგა და ხალხს წინა საარჩევნო პროგრამის ნაცვლად, საკუთარ ისტორიებზე ესაუბრა.

ის გამოსვლისას აბორტის თემასაც შეეხო და აცრემლებულმა მოჰყვა, რომ მამამისს მასზე აბორტის გაკეთება სურდა, თუმცა ის დედამ შეინარჩუნა.

"მამაჩემს სურდა, რომ ჩემზე აბორტი გაეკეთებინათ. დედაჩემმა ჩემი სიცოცხლე იხსნა. ქანიე ვესტი არ იარსებებდა, რადგან მამაჩემი ძალიან დაკავებული იყო." – თქვა არტისტმა.

ქანიე ვესტმა ისიც გაიხსენა, რომ მასაც მამამისივით სურდა მის ცოლს, კიმ კარდაშიანს, მათ პირველ საერთო შვილზე აბორტი გაეკეთებინა. თუმცა აქაც შვილის სიცოცხლე დედამ გადაარჩინა. წყვილს ახლა 4 შვილი ჰყავს.

"კინაღამ მოვკალი ჩემი ქალიშვილი. ამ გამოსვლის შემდეგ, თუნდაც ჩემს ცოლს ჩემთან გაშორება მოუნდეს, მან მოავლინა ნორსი ამ ქვეყანას, როდესაც ეს მე არ მინდოდა. ის იდგა და იცავდა თავის შვილს." – თქვა არტისტმა.

ქანიე ვესტმა ასევე აღნიშნა, რომ აბორტის გაკეთება დაშვებული უნდა იყოს, თუმცა ამის პარალელურად ადამიანები შვილების გაჩენისთვის უნდა წახალისდნენ.

"ყველას, ვინც ბავშვს გააჩენს, მილიონი დოლარი უნდა მივცეთ ან რაიმე ამ ფარგლებში." – თქვა არტისტმა.

გამოსვლა დაახლოებით, ერთი საათი გაგრძელდა.

ქანიე ვესტმა, 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, Twitter-ზე დაწერა, რომ 2020 წლის არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

ის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება, რადგან მისი თქმით, რესპუბლიკურ პარტიაში შესვლას დონალდ ტრამპის არსებობა უშლის ხელს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები