მადონა

მადონა: რუსეთმა LGBT თემის მხარდაჭერისთვის $1 მლნ-ით დამაჯარიმა, ფული არ გადავიხადე

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

პოპის დედოფალმა, მადონამ, საკუთარ Twitter-ზე 2012 წელს სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული კონცერტი და ამაზე რუსეთის მთავრობის რეაქცია გაიხსენა.

მადონა ყვება, რომ კონცერტის მიმდინარეობისას წარმოთქმული სიტყვის გამო, რომელიც LGBT თემის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა, რუსეთის მთავრობამ 1 მილიონი დოლარით დააჯარიმა.

მომღერალს ჯარიმა დღემდე არ გადაუხდია.

"ჩვენ გვსურს ვიბრძოლოთ უფლებებისთვის, რათა ვიყოთ თავისუფლები, რათა ვიყოთ საკუთარი თავები. არა?

მსოფლიოში ძალიან უცნაური დროება დგას, ვმოგზაურობ და ამას ჰაერში ვგრძნობ. ვხვდები, რომ ადამიანებს ყოველ დღე უფრო მეტად ეშინიათ მათგან განსხვავებულის. ისინი უფრო და უფრო არატოლერანტულები ხდებიან. ძალიან საშიში დროა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს. ჩვენ გვაქვს ძალა, რომელიც არა ძალადობისთვის, არამედ სიყვარულისთვის უნდა გამოვიყენოთ. 

აქ იმისთვის ვარ, რომ ეს ვთქვა – აქ და მსოფლიოს გარშემო მყოფ ჰომოსექსუალ ადამიანებსა და თემის წევრებს აქვთ იგივენაირი უფლებები, რომლებსაც უნდა მოვეპყროთ ღირსეულად, პატივისცემით, შემწყნარებლურად, თანაგრძნობით, სიყვარულით. ხართ ჩემთან ერთად? თუ თქვენ ჩემთან ხართ ამ საკითხში, აწიეთ ხელები და მანახეთ მადლიერება გეი თემის მიმართ." – თქვა მადონამ 2012 წელს გამართულ კონცერტზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები