აშშ-ჩინეთი

აშშ-მა ჩინეთს ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში საკონსულოს დაკეტვა უბრძანა

NY Times

აშშ-მა ჩინეთს ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში საკონსულოს დაკეტვა უბრძანა. მათ ამისათვის 72 საათი მისცეს, რის შემდეგაც ამერიკულმა მედიამ დააფიქსირა, რომ საკონსულოს თანამშრომლები დოკუმენტებს წვავდნენ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მორგან ორტაგუსმა თქვა, რომ ჩინეთის საკონსულოს დაკეტვის გადაწყვეტილება ამერიკის ინტელექტუალური საკუთრების და ამერიკელების პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით მიიღეს.

"აშშ არ შეეგუება ჩინეთის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას და ჩვენი ხალხის დაშინებას, ისევე როგორც არ შევეგუეთ უსამართლო სავაჭრო პრაქტიკას, ამერიკელების სამუშაო ადგილების მოპარვას და სხვა აღმაშფოთებელ ქცევებს". – თქვა მან.

ჩინეთმა აშშ-ს გადაწყვეტილება დაგმო და მოუწოდა ის შეეცვალა. პასუხად, აშშ-სთვის ვუჰანში მდებარე საკონსულოს დახურვას განიხილავენ. ვუჰანიდან საკონსულოს ამერიკელი თანამშრომლები და მათი ოჯახები კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ გამოიწვიეს.

კომენტარები