ჯეფ ბეზოსმა ერთი დღის განმავლობაში 13 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

Getty Images

კომპანია Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა 20 ივლისს, ერთი დღის განმავლობაში 13 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

ეს ერთი ადამიანისთვის რეკორდული ზრდაა, მას შემდეგ, რაც 2012 წელს, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსი შეიქმნა.

56 წლის ჯეფ ბეზოსის ქონება 2020 წელს 74 მილიარდი დოლარიდან 189.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა. ბეზოსი ახლა უფრო მდიდარია, ვიდრე კომპანიები - Nike, Macdonald's და Exxon Mobil.

20 ივლისს, ერთი დღის განმავლობაში 4.6 მილიარდი დოლარით გაიზარდა ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლის, მაკენზი ბეზოსის ქონებაც და ის მსოფლიოს რიგით მე-13 ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.

ჯეფ ბეზოსი 189.3 მილიარდი დოლარით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია.

კომენტარები