თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

შსს: თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აქვს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს "პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აქვს. მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე". მისი ინფორმაციით, 23 წლის ქალმა აფთიაქში მედიკამენტები იყიდა. ამ ეტაპზე გამოძიება ადგენს, არის თუ არა აფთიაქში ნაყიდი წამლები გარდაცვლილის მანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტების იდენტური.

"ამოღებულია ასევე წერილი, სადაც ლაპარაკია ანაბრის გამოყენების შესახებ. ასევე გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ" - აცხადებს შსს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს. 

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

კომენტარები