დაკარგული მოზარდი

მეხუთე დღეა ოჯახი 15 წლის მოზარდს ეძებს

ტვ. პირველი

15 წლის მოზარდს, ნინო ჯარიაშვილს ოჯახი უკვე მეხუთე დღეა ეძებს. მოზარდის მამა ტელეკომპანია პირველთან ამბობს, ჯარიაშვილი სახლიდან კვირას, 19 ივლისს გავიდა და მას შემდეგ ეძებენ. 

"დედამისმა დარეკა, რომ ბავშვი დაიკარგა და მე ვუთხარი, რომ გაეკეთებინა განაცხადი. კვირა დღიდან ვეძებთ. ვისთანაც მეგობრობს და ახლობლობს ყველა შემოვიარე აბსოლუტურად და ვერ ვნახე. ყველა მეუბნება, რომ არ იციან. პოლიცია ყოველდღე გვირეკავს და გვეუბნება რომ ბავშვი იძებნება. არ არის ეგეთი ბავშვი რომ ესე ადგეს, წავიდეს და დაიკარგოს. ჩემთან დადებითი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა".- ამბობს დაკარგული მოზარდის მამა. 

ტაბულა შსს-გან დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს. 

კომენტარები