ბელარუსი

ოპოზიციონერმა ვალერი ცეპკალომ დაპატიმრების საფრთხის გამო ბელარუსი დატოვა

ვალერი ცეპკალო
RFE/RL

ოპოზიციონერმა ლიდერმა ვალერი ცეპკალომ ბელარუსი დატოვა. ცეპკალომ გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვების შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი დაპატიმრება იგეგმებოდა.

ცეპკალო რუსეთში შვილებთან ერთად გაემგზავრა. მისი მეუღლე, ვერონიკა ცეპკალო, მინსკში რჩება. ის სვეტლანა ტიხანოვსკაიას საპრეზიდენტო კამპანიის შტაბში მუშაობს. ვერონიკა ცეპკალოს თქმით, ოჯახი ფლობდა ინფორმაციას, არა მხოლოდ ვალერი ცეპკალოს შესაძლო დაპატიმრებაზე, არამედ იმაზეც, რომ შესაძლებელი იყო ცოლ-ქმრისთვის მშობლების უფლებები ჩამოერთმიათ.

29 ივნისს ბელარუსიის შიგანაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვალერი ცეპკალოზე თურქეთის მოქალაქის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიებას ატარებს.

წინასაარჩევნო პერიოდში ბელარუსის ცესკომ უარი უთხრა საპრეზიდენტო კანდიდატებად დარეგისტრირებაზე ოპოზიციონერებს ვალერი ცეპკალოს, ვიქტორ ბაბარიკოს და სერგეი ტიხანოვსკის. ბაბარიკო და ტიხანოვსკი დაპატიმრებულები არიან. ვიქტორ ბაბარიკო - ფინანსური დანაშაულებების ბრალდებით, ხოლო სერეგი ტიხანოვსკი - საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის.

ოპოზიციური კანდიდატებისთვის არჩევნებში მონაწილებაზე უარის თქმის გამო მინსკში საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციამ 250-ზე მეტი მომიტინგე დააკავა.

ამჟამად ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატები არიან:

  • ალექსანდრ ლუკაშენკო: ბელარუსის პრეზიდენტი 1994 წლიდან
  • ანა კანოპაცკაია: ადვოკატი და პარლამენტის ყოფილი წევრი
  • სერგეი ჩერეჩენია: ბელარუსის სოციალდემოკრატიული პარტიის თავჯდომარე
  • ანდრეი დმიტრიევი: მოძრაობა “თქვი სიმართლეს” თანათავჯდომარე
  • სვეტლანა ტიხანოვსკაია: სერგეი ტიხანოვსკის მეუღლე, რომელმაც ქმრის ნაცვლად წარადგინა კანდიდატურა

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდება.

კომენტარები