ბელარუსი

ვიკტორ ბაბარიკოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა

ვიკტორ ბაბარიკო
AFP

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარ ოპონენტს, ვიკტორ ბაბარიკოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა, რომელიც 9 აგვისტოს უნდა ჩატარდეს. გადაწყვეტილება ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს მიიღო. 

ბაბარიკოს საარჩევნო კამპანიის ჯგუფის წევრ მარინა კოლესნიკოვას თქმით, გადაწყვეტილების ოფიციალურ დოკუმენტს კვლავ ელოდებიან, თუმცა ბრალდებები, რომლებიც კანდიდატს წაუყენეს, აბსურდულად მიაჩნია და ამომრჩეველს მოუწოდებს, ლუკაშენკოს გარდა, ნებისმიერ დემოკრატ კანდიდატს მისცეს ხმა. 

56 წლის ყოფილი ბანკირი ფინანსური დანაშაულების ბრალდებით 18 ივნისს დააკავეს. წარსულში ის Belgazprombank-ის დირექტორი იყო, რომელიც Gazprom-ის შვილობილი კომპანიაა. ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ივან ტერტელმა თქვა, რომ ის მოსკოვის მიერაა მართული.

დაკავების პასუხად მინსკის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა.

ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს და სურს, პრეზიდენტის პოსტზე მეექვსე ვადით დარჩეს.

ცოტა ხნის წინ ბელარუსში დააკავეს კიდევ ერთი ოპოციზიონერი, მიკოლა სტატკევიჩი. პოლიტიკური რეპრესიებისა და კორუფციის გამო აშშ-მ ბელარუსს სანქციები გაუხანგრძლივა.

კომენტარები