აშშ - ბელარუსი

აშშ ბელარუსს სანქციებს უხანგრძლივებს

დონალდ ტრამპი
aa.com

ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსის ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის ქმედებების გამო 2006 წლის 16 ივნისს დაწესებულ სანქციებს ახანგრძლივებს.

ტრამპის წერილის მიხედვით, ბელარუსის მთავრობის გარკვეული წევრისა და სხვა პირების ქმედებები და პოლიტიკა ბელორუსის დემოკრატიული პროცესებს ან ინსტიტუციებს ძირს უთხრის, ასევე, პოლიტიკური რეპრესიებით ადამიანის უფლებების დარღვევა და საჯარო კორუფციაში ჩართულობა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის კვლავ საგანგებო საფრთხეს წარმოადგენს.

ამრიგად, 2006 წლის 16 ივნისს დაწესებული სანქციები 2020 წლის 16 ივნისის შემდგომ პერიოდშიც იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ თებერევალში ლუკაშენკო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ სულ მალე ვაშინგტონი მინსკში ახალ ელჩს დანიშნავდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური კავშირის წახალისებასთან ერთად შეერთებული შტატები გააგრძელებდა ადამიანის უფლებების რეფორმის ხელშეწყობას. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს ელჩები 10 წელია არ გაუცვლიათ. 

პომპეომ ასევე თქვა, რომ აშშ მზადაა, ბელარუსის ნავთობის საჭიროება 100%-ით უზრუნველყოს.

8 ივნისს ბელარუსისთვის განკუთვნილი ამერიკული ნავთობის პირველი პარტია უკვე ლიტვაში, კლაიპედას პორტში ჩავიდა. ეს ბელარუსის მხრიდან ამერიკული ნავთობის შესყიდვის პირველი შემთხვევაა.

მაისში ბელარუსმა ამერიკული ნავთობის პირველი პარტია შეისყიდა.

კომენტარები