კორონავირუსი აფრიკაში

აფრიკაში კორონავირუსი სამედიცინო სფეროს 10 000-ზე მეტ წარმომადგენელს დაუდასტურდა

0 კომენტარი
ფოტო: reuters

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფრიკაში კორონავირუსი 10 000-ზე მეტ მედიცინის მუშაკს დაუდასტურდა. ინფორმაციას BBC მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, აფრიკაში სიტუაცია "ნამდვილად შემაშფოთებელია". ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ერთად იმუშაონ სამედიცინო პერსონალის ინფორმირებისა და დაცვისთვის.  

აფრიკაში, ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 815 009 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 17 159 ადამიანი გარდაიცვალა, 465 959 კი - გამოჯანმრთელდა. COVID-19-ის ყველაზე მეტი, 421 996 შემთხვევა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დადასტურდა. ინფიცირებულთაგან 245 771 გამოჯანმრთელდა, 6 343 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები