ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეზე: 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოვიღეთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უაქსციზო სიგარეტის გადაზიდვისთვის დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულია ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელიც.

"ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება". – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

კომენტარები