ლელო

გამოიცანით რა იქნება ნომერ პირველი ამოცანა ხაზარაძისთვის, თუ ხელისუფლებაში მოვა

დღეს, პოლიტიკური გაერთიანების "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, მესტიაში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს თქვა, რომ მისი ნომერ პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენაა.

"სვანეთი არის ის ადგილი, სადაც მოსახლეობა ყოველთვის იცავს ადათ-წესებს. ეს არის ადგილი, სადაც მტერი ვერასდროს ვერ შემოვიდა და ახლა ჩვენი მტერი უმუშევრობა და სიღატაკეა, ამიტომ  ახლა  გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა, რომ ვაჯობოთ იმას, რამაც ჩვენი ქვეყანა ასეთ ჭაობურ და გაჩერებულ მდგომარეობამდე მიიყვანა. 

როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა  სვანური კოშკების აღდგენა იქნება. უნდა დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ისტორიულ ძეგლებს, რომლითაც  ვამაყობთ ქართველი ხალხი." – ამბობს ხაზარაძე.

კომენტარები