სტიქია რაჭაში

რაჭაში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლათქიშორა ადიდდა - დაზიანდა გზები, ჩაინგრა ხიდები

0 კომენტარი
ფოტო: ფორმულა/კადრი ვიდეოდან

რაჭაში სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. 

ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში მდინარე ლათქიშორა ადიდდა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ გზები დააზიანა, ასევე, მოსახლეობის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ჩანგრეული ხიდიც. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

როგორც ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ჩიკვაიძე ამბობს, სოფლებთან მისასვლელი გზები დაზიანებულია, ამიტომ გადაადგილება შეუძლებელია. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

"დილიდან ვითარება ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე გუშინ საღამოს იყო. სოფლებში შეუძლებელია მანქანით გადაადგილება. რამდენიმე სოფელს აქვს ელექტროენერგია შეწყვეტილი. ახლა შეფასება შეუძლებელია, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ზიანი გვაქვს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით". – უთხრა რუსთავი 2-ს დავით ჩიკვაიძემ. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები