კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში გასულ დღე-ღამეში COVID 19-ით დაინფიცირდა 308 პირი, გამოჯანმრთელდა 467

სომხეთში გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსისგან 4 პაციენტი გარდაიცვალა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსულ ინფექციას სულ 723 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 225 პაციენტის სიკვდილის მიზეზი სხვა დაავადებები გახდა.

გაიზარდა COVID 19-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელიც. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსი კიდევ 308 პირს დაუდასტურდა. სომხეთში ვირუსით სულ 37 937 ადამიანი დაინფიცირდა.

გასულ დღე-ღამეში 467 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ კი ვირუსისგან 27 828 პირი განიკურნა. ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 9 165 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები