ჭავჭავაძის რეაბილიტაცია

კალაძე: 30 ივლისიდან ჭავჭავაძეზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს

0 კომენტარი
ფოტო: ქართული ოცნება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს და თუ კარგი ამინდი იქნება, პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.

"გვინდა, რომ 30 ივლისიდან, სამი ღამის განმავლობაში, ღამის 00:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე ვარაზისხევიდან წერეთელი, თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძე ჩაიკეტება იმ მოტივით, რომ ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას, რომ სატესტო რეჟიმში მძღოლებმა გაიარონ ეს მონაკვეთი". – ამბობს კალაძე. 

მისივე თქმით, პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები მთლიანად იქნება დასრულებული, საპატრულო პოლიციის დახმარებით, დაიწყება ახალი სქემით მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე.

"ამას ადაპტაციის პერიოდი ექნება, გარკვეული დრო დასჭირდება და ყველანაირად შევუწყობთ მძღოლებს ხელს ამ მიმართულებით. ამ პროექტის ფარგლებში ნუ განვიხილავთ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირს. ჭავჭავაძე, ფალიაშვილი და აბაშიძე ერთი დიდი კლასტერია და, როდესაც სქემები მუშავდებოდა, ყველაფერი დათვლილია, რომ პრობლემა ამ მიმართულებით არ შეიქმნება". – თქვა მერმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები