თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის დედა: არ გავჩერდები, ყველაფერს გავყიდი და სიმართლეს მაინც გავიგებ

ფორმულა

"რაღაცების მიჩქმალვა და ჩაფარცხვა უნდათ. ვახსენეთ თუ არა ფედერალური ბიურო, მაშინვე წაიშალა მისი Facebook გვერდი. ასე შეიძლება გაუხსნელად წაშალონ Facebook?! – ეს ხომ ზღაპარია. 

არ დავიხევ უკან, სტრასბურგშიც გავასაჩივრებ. არ გავჩერდები, ყველაფერს გავყიდი და სიმართლეს მაინც გავიგებ. ჩემი შვილის მეორედ სიკვდილს აღარ დავუშვებ". – ასე გამოეხმაურა თეონა თამაზაშვილი ბოლო დღეებში სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერი სამართალდამცავებმა გუშინ, 28 ივლისს, გახსნეს.

ოჯახის ადვოკატის თქმით, ოჯახი არ ენდობა კომპიუტერზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები