არჩევნები 2020

დოლიძე: მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში დავდგები, დავითისა და გოლიათის ბრძოლა იქნება

0 კომენტარი
ანა დოლიძე ფოტო: ანა დოლიძე

მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელი, ანა დოლიძე Facebook-ზე წერს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში იყრის.

"ჩემო კარგო ხალხო, მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს; ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენს ქვეყანას. ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფანრიანი ტელეფონის ეპოქაში, ან შევალთ 21-ე საუკუნეში. ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა. დეტალები მოგვიანებით".

ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ პოლიტიკური პლატფორმა 18 ივნისს შექმნეს. ისინი თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციური პარტიების საერთო მაჟორიტარების შეთანხმებას არ უერთდებიან.

ქართულმა ოცნებამ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად გია ვოლსკი წარადგინა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები