მთლიანი შიდა პროდუქტი

ივნისში ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის ივნისში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7.7%-ით შემცირდა.

წლის პირველი ექვსი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი მინუს 5.8%-ს აღწევს.

წინასწარი მონაცემებით, წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 12.6%-ით არის შემცირებული.

კლება განსაკუთრებით მკვეთრი აპრილში იყო, როცა მშპ 16.6%-ით შემცირდა. მაისში ეკონომიკური ზრდა მინუს 13.5% იყო.

პირველ კვარტალში მშპ 2.2%-ით გაიზარდა.

კომენტარები