ცხოველები

"პითონი გამექცა, დამეხმარეთ" - ზარი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში

0 კომენტარი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ 31 ივლისს საღამოს საათებში, მათ მიმართა მოქალაქემ, რომელსაც სახლიდან პითონი გაექცა.

"გუშინ, საღამოს დაახლოებით 19:30-ზე მონიტორინგის ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა. საკმაოდ აღელვებული, შეშინებული ხმით მამაკაცი დახმარებას ითხოვდა: -პითონი გამექცა, დამეხმარეთ", - წერია სააგენტოს მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ორი ეკიპაჟი გავიდა და პითონის პოვნის ოპერაციაში საპატრულო პოლიციაც ჩაერთო, რომელმაც მიმდებარე ადგილზე ევაუკაცია განახორციელა. სააგენტოს ინფორმაციით, ღამის საათებში ინტენსიური მუშაობის შემდეგ, მაშველებმა გველი იპოვეს. 

სააგენტო არაფერს წერს იმის შესახებ, თუ სად იმყოფება პითონი ამ დროისთვის, დაუბრუნეს პატრონს, თუ სააგენტოს კუთვნილ რომელიმე დაწესებულებაშია მოთავსებული. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები