წმ. ბარბარეს ეკლესია

წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში საფლავების განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ George Tiginashvili

ნავთლუღის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში ისტორიული ძეგლების განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 259(2) მუხლით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.  

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით მიმართა 31 ივლისს.

სააგენტოს ცნობით, სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის პარალელურად, გამოძიებით დადგინდება იმ პირის ან პირთა ჯგუფის ვინაობა, ვისი უშუალო ინიციატივითაც მე-18 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე თვითნებურად ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, მეთოდოლოგიების უგულებელყოფით.

"ეკლესიის დაზიანებაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენის შემდგომ ეროვნული სააგენტო მათთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობის საპროექტო პირობებით რესტავრაციის მოთხოვნის პირობებს განსაზღვრავს, რამაც მისი პირველადი იერსახის აღდგენა უნდა უზრუნველყოს. პასუხისმგებელ პირს ან პირთა ჯგუფს განესაზღვრება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და წარდგენის ვადა, მასზე სარესტავრაციო ნებართვის გასაცემად".- წერია განცხადებაში. 

თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა 19 ივლისს სოციალურ ქსელ Facebook-ით გაავრცელა ფოტოები, საიდანაც ირკვევა, რომ ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო ეკლესიის ისტორიული იერსახე განადგურდა. განადგურებულია თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათზე აღბეჭდილი წარწერებიც.

ფოტოებთან ერთად ტიგინაშვილმა პოსტიც გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა და განადგურდა ეკლესიაში. როგორც ის წერს, ეს ყველაფერი ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ისე არხოზიშვილის ხელმძღვანელობით მოხდა.

ტაბულა იმავე დღესვე დაუკავშირდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ საქმეზე დაუყონებლივ მოახდენდნენ სამართლებრივ რეაგირებას. 

საქართველოს საპატრიარქომ ძეგლების განადგურების ფაქტთან დაკავშირებით 20 ივლისს ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ისე არზოხაშვილი დაიბარა

"17 წლის წინანდელია, თუმცა, არ მართლდება". - განაცხადეს საპატრიარქოში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები