ავსტრალია

კუნძულ ტასმანიაზე 70-იანი წლების შემდეგ თოვლი პირველად მოვიდა [ფოტოები]

0 კომენტარი

ავსტრალიის კუნძულ ტასმანიაზე 1970-იანი წლების შემდეგ პირველად მოვიდა თოვლი. ცხელ კლიმატს მიჩვეული ავსტრალიელებისთვის თოვლი სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. 

ივლისის თვე კუნძულზე განსაკუთრებით მშრალი იყო და ნალექების სიმცირით გამოირჩეოდა. ამის გათვალისწინებით, თოვლის მოსვლა განსაკუთრებით სასიხარულოა.

თოვლი მოვიდა ასევე მელბურნში, ხოლო ავსტრალიის ალპურ რეგიონში თოვლის საფარმა 20-30 სანტიმეტრს მიაღწია.

დაბალი ტემპერატურა კონტინენტზე ცივმა არქტიკურმა ჰაერის მასამ გამოიწვია. მეტეოროლოგიური ბიუროს ინფორმაციით, ცივი ამინდი კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები