ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკო: მე კორონავირუსი შემომიგდეს, ამას ახლა ვიძიებთ

0 კომენტარი

"მე კორონავირუსი შემომიგდეს. ჩვენ ამას ახლა ვიძიებთ". – ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში, განაცხადა, წერს Interfax.

28 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, თქვა, რომ მას კორონავირუსი ასიმპტომურად ჰქონდა და უკვე გამოჯანმრთელდა. 

"დღეს თქვენ ხვდებით კაცს, რომელმაც მოახერხა და კორონავირუსს ფეხზე მდგომი გადაურჩა. გუშინ ექიმები ამ დასკვნამდე მივიდნენ. ასიმპტომური". – ლუკაშენკომ ეს განცხადება სამხედროებთან შეხვედრის დროს გააკეთა. 

ბელარუსის პრეზიდენტი ვირუსის გავრცელების შესაკავებლად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და საზღვრების ჩაკეტვას ეწინააღმდეგებოდა.

მან პანდემიაზე გამოხატულ შიშებს "ფსიქოზი" უწოდა და კორონავირუსის დამარცხების საშუალებებად არყის დალევა ან საუნის მიღება დაასახელა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები