კომპანია ზეგ

კობერიძე: ზეგ-ს პორნოინდუსტრიასთან შეხება არ აქვს, პორნოსაიტს პროგრამულად მოვმსახურებივართ

კომპანია ზეგ-ის დირექტორის, თამარ კობერიძის თქმით, შპს ზეგ-ს პორნოინდუსტრიასთან შეხება არ აქვს. ამის შესახებ კობერიძემ მთავარი არხის ეთერში ილაპარაკა.

"ჩვენ ვაკეთებთ პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ზრდასრული საიტებისთვის გაგვიკეთებია პროგრამული უზრუნველყოფა და არანაირი შეხება პორნოინდუსტრიასთან შპს ზეგ-ს არ აქვს, არ ჰქონია და [არ ექნება].

კითხვაზე, გაუკეთებია თუ არა კომპანიას პროგრამული უზრუნველყოფა პორნოსაიტისთვის, კობერიძე პასუხობს, რომ კი. ის ასევე დადებითად პასუხობს კითხვას - მომსახურებია თუ არა ზეგ-ი პროგრამულად სხვა ტიპის საიტს. კობერიძე მაგალითად ქსოვილების ყიდვა-გაყიდვის საიტს ასახელებს.

"ჩვენი ყველანაირი საქმიანობა, აქაც და იქაც, არის ყველანაირად ლეგალური". – აღნიშნავს კობერიძე.

ზეგ-ის თანამშრომლების განმარტებით, როდესაც ნებისმიერ საიტს ემსახურებიან, მათ კონტაქტი აქვთ არა შიგთავსთან, არამედ რიცხვებთან და მუშაობენ კოდის შექმნაზე. მათი თქმით, როგორც მაგალითად, Facebook-ის პროგრამის შემქმნელს არ აინტერესებს და არ აქვს კავშირი, კონკრეტული მომხმარებელი რა ფოტოს დადებს, იგივეა პორნო ან ნებისმიერი საიტის პროგრამული უზრუნველყოფის შემთხვევაში.

"Amazon-ი ვინც შექმნა, ის ქმნიდა კოდს, ამაზონზე ვინ რა პროდუქტს დებს, ის მას არ ეხება, არ აინტერესებს". – ამბობს კომპანიის თანამშრომელი ლევან იობაშვილი.

კიდევ ერთი თანამშრომლის თქმით, "ჩვენ ვართ პროგრამული ინჟინრები, როგორც მშენებელი, ვაშენებთ სახლს, შეიძლება, იქ ვიღაცამ საროსკიპო გახსნას, ვიღაცამ საბავშვო ბაღი, ვიღაცამ სალონი".

კომენტარები