ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ბელარუსის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები: ლუკაშენკო 79.7%-ით ლიდერობს

0 კომენტარი

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა.

შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო 79.7%-ით ლიდერობს, მის მთავარ მოწინააღმდეგეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას კი 6.8% აქვს.

გამოკითხვაში მონაწილეობა 67%-მა მიიღო, უარი თქვა 32%-მა. ჯამში გამოიკითხა 12 340 ამომრჩეველი.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 5 კანდიდატი იღებდა.

  • ალექსანდრ ლუკაშენკო: ბელარუსის პრეზიდენტი 1994 წლიდან
  • ანა კანოპაცკაია: ადვოკატი და პარლამენტის ყოფილი წევრი
  • სერგეი ჩერეჩენია: ბელარუსის სოციალდემოკრატიული პარტიის თავჯდომარე
  • ანდრეი დმიტრიევი: მოძრაობა "თქვი სიმართლეს" თანათავჯდომარე
  • სვეტლანა ტიხანოვსკაია: სერგეი ტიხანოვსკის მეუღლე, რომელმაც ქმრის ნაცვლად წარადგინა კანდიდატურა

 

ბელარუსში წინასაარჩევნო პერიოდი მასობრივი აქციებისა და ოპოზიციონერების დაკავებების და დაბლოკვის ფონზე მიმდინარეობდა. თავდაპირველად, პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს და შემდეგ დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციონერები - ვიქტორ ბაბარიკო და სერგეი ტიხანოვსკი.

კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, ვალერი ცეპკალომ, ბელარუსი დატოვა, რადგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი დაპატიმრებაც იგეგმებოდა.

სწორედ საპრეზიდენტო კანდიდატებად დარეგისტრირებაზე უარის თქმა გახდა მინსკში საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი.

რა ხდება ბელარუსში და რას წარმოადგენს ალექსანდრ ლუკაშენკო, წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები