ბელარუსი

ტრამპი ბელარუსზე: საშინელი სიტუაციაა, ახლოდან ვაკვირდებით მოვლენებს

დონალდ ტრამპი
CNN

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ აშშ ახლოდან დააკვირდება მოვლენების განვითარებას.

"შემზარავია. საშინელი სიტუაციაა ბელარუსში. ჩვენ ახლოდან დავაკვირდებით მოვლენებს". – თქვა მან.

კომენტარი გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომაც, რომელიც ვარშავაში ცენტრალური ევროპის ტურის ფარგლებში იმყოფებოდა. მისი თქმით, აშშ ბელარუსის არჩევნებისა და აქციების დარბევის საკითხს ევროკავშირთან ერთად განიხილავს.

"ჩვენი მიზანია ბელარუს ხალხს დავეხმაროთ ყველანაირად, რაც ჩვენს ძალებშია, რათა მიაღწიონ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს". – თქვა მან.

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

დღეს, 17 აგვისტოს, ევროპარლამენტარებმა, ევროპის სახალხო პარტიის, სოციალისტებისა და დემოკრატების, განაახლე ევროპის, მწვანეების და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პრეზიდენტებმა ერთობლივ განცხადება გაავრცელეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ისინი ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და გმობენ მშვიდობიანი მომიტინგეების წამებას და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, რომელმაც დღეს, 17 აგვისტოს გაფიცულ მუშებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ სანამ არ მოკლავენ, ახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

კომენტარები