ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 21 აგვისტომდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, შესაძლოა, მცირე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსი იქნება. 

მათივე ცნობით, თბილისში 19-20 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები