ფეხბურთი

ლიონელ მესი ბარსელონას დატოვებას აპირებს

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ კლუბ ბარსელონას პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს უთხრა, რომ კლუბის დატოვებას აპირებს.

კლუბმა The Associated Press-ს დაუდასტურა, რომ მესისგან შესაბამისი განცხადება უკვე მიიღო.

ფეხბურთელმა კლუბის დატოვება ბაიერნთან 2:8 დამარცხებიდან 11 დღის შემდეგ მიიღო. ეს როგორც მესისთვის, ისე ბარსელონასთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდსხვაობიანი მარცხია.

ბარსელონასთან ერთად მესიმ ოქროს ბურთი ექვსჯერ მიიღო და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. არგენტინელი კლუბს ლა ლიგის 10 და ჩემპიონთა ლიგის 4 თასის მოგებაშიც დაეხმარა. გაიტანა 630 გოლი.

ბარსელონა 33 წლის ლიონელ მესისთვის ერთადერთი საფეხბურთო კლუბია, სხვაგან მას არასდროს უთამაშია.

კომენტარები