უსეინ ბოლტი

უსეინ ბოლტს კორონავირუსი დაუდასტურდა

0 კომენტარი
ფოტო: wsj.com

მსოფლიოს რეკორდსმენსა და რვა ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელ სპრინტერს, უსეინ ბოლტს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

სპორტსმენი ტესტის შედეგის გაგების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება.

"უსაფრთხოდ რომ ვიყო, საკუთარი თავი კარანტინში მოვაქციე და ყველაფერს ადვილად გავდივარ." – თქვა ბოლტმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ გამოვლენია. 

სპორტსმენმა ტესტი შაბათს ჩაიტარა, თავისი დაბადების დღის მეორე დღეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები