არჩევნები 2020

რას ამბობდა სააკაშვილი პოლიტიკური თანამდებობის დაკავებაზე 7 თვის წინ

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/Mikheil Saakashvili

ნაციონალური მოძრაობის და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იქნება - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე თქვა. 

მიხეილ სააკაშვილის საპრემიერო კანდიდატად დაყენება წინააღმდეგობაში მოდის სააკაშვილის მიერ არც თუ შორეულ წარსულში დაფიქსირებულ პოზიციებთან და განცხადებებთან. ყოფილ პრეზიდენტს გასული წლების განმავლობაში არაერთხელ უთქვამს, რომ მას არ სურს არანაირი პოლიტიკური თანამდებობა საქართველოში. 

ბოლოს მსგავსი, რამ მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად 7 თვით ადრე, მიმდინარე წლის 8 თებერვალს განაცხადა, მაშინ მისი სახელობის ბიბლიოთეკაში მისი პირადი შტაბის გახსნის დაანონსების სააკაშვილმა თქვა: "მე ვარ მომხრე იმისა,რომ არცერთი ძველი თანამდებობის პირი არ დაბრუნდეს თავის კაბინეტში და ბევრი ახალი ადამიანი, ღირსეული მოვიდეს პოლიტიკაში."

მსგავსი შინაარსის, რამ განაცხადა მიხეილ სააკაშვილი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას, 2018 წლის 31 ოქტომბერს რუსთავი 2-თან საუბარში სააკაშვილი ამბობდა: "მე საქართველოში არცერთი თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს აქტიურ პოზიციას არ გამოვხატავ, რადგან ეს პოზიცია მაქვს."

იმის შესახებ, რომ მას არცერთი თანამდებობა არ სურს თავისთვის, ყოფილ პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს ხშირ ფეისბუკ ჩართვებში, ასე მაგალითად, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ იგი ამბობდა: ვიმეორებ, მე არც ერთი თანამდებობა არ მინდა, აგერ ვარ რეგიონალური ლიდერი, უკრაინაში ნამდვილად მაქვს პარტია, რომელიც ჩვეულებრივად შედის პარლამენტში, ერთადერთი, რასაც სიამოვნებით ავიღებდი საქართველოში არის ლაზიკის განვითარების პროექტი."

იმავე პერიოდში 2018 წლის ნოემბერს პალიტრანიუსის ეთერში სააკაშვილმა თქვა: "ჩვენ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ხელისუფლება ვიყავით, მაგრამ ის ხელისუფლება აღარ უნდა დაბრუნდეს. მე არსად დაბრუნებას არ ვაპირებ, არც ერთი თანამდებობა არ მინდა საქართველოში, მაგრამ უზრუნველვყოფ და ვიქნები მათი მხარდამჭერი."

ძველი თანამდებობის პირების პოსტებზე დაბრუნების დაუშვებლობაზე ისაუბრა ყოფილმა პრეზიდენტმა ე.წ. "ვარშავის გეგმის" პრეზენტაციაზეც, 2019 წლის 20 აგვისტოს: " არც ერთი ძველი თანამდებობის პირი არ უნდა დაბრუნდეს თავის კაბინეტში. არც ერთი სამართალდამცავი არ უნდა მიეკაროს იმ სისტემას, და ეს ეხება ყველა სხვა სფეროს."

მთავრობის ყოფილი წევრების შესახებ საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი წინა საპარლამენტო არჩევნების დროსაც. 2016 წლის 3 ოქტომბერს ფეისბუკ ჩართვაში მან განაცხადა: "მე მიმაჩნია, რომ ახალ მთავრობაში არცერთი ძველი თანამდებობის პირი თავის კაბინეტში არ უნდა დაბრუნდეს. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები