არჩევნები 2020

ISFED: მთავრობის ღონისძიებებზე სასულიერო პირების დასწრება ეკლესიის მხარდაჭერის განცდას ქმნის

0 კომენტარი

"მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერის განცდას ქმნის". – ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიშშია ნათქვამი. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ კახეთსა და შიდა ქართლში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას მაღალი რანგის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

მათივე თქმით, 11 აგვისტოს, ლაგოდეხში, თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენაზე ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი ესწრებოდა.

  • 10 აგვისტოს ახმეტის მოსახლეობასთან ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას ალავერდელი მიტროპოლიტი დაესწრო.
  • 14 აგვისტოს დედოფლისწყაროში, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენას ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე დაესწრო.
  • 2 სექტემბერს გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენას სამთავისისა და გორის ეპარქიის ეპისკოპოსი ანდრია (ამირან გვაზავა) ესწრებოდა.
  • 3 სექტემბერს ქარელის მოსახლეობას წინაშე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაალ (ზაზა) დუგლაძის წარდგენას მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი) ესწრებოდა.
  • 19 აგვისტოს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ქადაგებისას, მრევლს მიმართა და არჩევნების შესახებ ისაუბრა. "პოლიტიკაში არიან ძალიან სუსტი ადამიანები, რომელთაც ბოდიშის მოხდა და ჩადენილი საშინელი დანაშაულის აღიარება არ შეუძლიათ და მრევლმა უნდა შეუნდოს, თუმცა, მათ არ ექნებათ უფლება „რაღაც-რაღაცები მოგვახვიონ თავს“. მან მრევლს „წესიერი არჩევანის“ გაკეთებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ვინც ლანძღავს მისთვის ყველა მიუღებელია". - წერია ანგარიშში. 

ორგანიზაცია რელიგიურ ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან. 

ISFED-ის ​ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 4 აგვისტომდე დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები