კორონავირუსი აჭარაში

COVID-19-ით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში დადასტურდა

GETTY IMAGES

კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში დადასტურდა. ინფორმაცია ტაბულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. 

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1325 პაციენტი და გარდაიცვალა - 19. 

გუშინ, 8 სექტემბერს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ თქვა, რომ აჭარა "წითელი ზონაა" და, მისივე სიტყვებით, რეგიონში დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი. გუშინ დადასტურებული 45 ახალი შემთხვევიდან, რაც ქვეყანაში 24 საათში აღრიცხულ შემთხვევათა მაქსიმუმია, 23 აჭარაში გამოვლინდა.

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით კი მთავრობა ბათუმის ჩაკეტვას არ განიხილავს.

კომენტარები