სიძულვილის ენა

MDF: იკვეთებოდა ენმ-სა და "ოცნების", "ოცნებისა" და "პატრიოტების" შეფასებების თანხვედრა

agora.ge

მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში გეი ფილმების ჩვენებაზე გამოიკვეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წევრთა შეფასებების თანხვედრა. მათივე ინფორმაციით, თანხვედრა იყო პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსისა და "ოცნების" შეფასებებს შორის ანტისაოკუპაციო პროტესტის გეირევოლუციასთან დაკავშირებაზე.

"პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებებიდან ყველაზე მეტი ჰომოფობიური შინაარსის იყო. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ საკითხებზე იკვეთებოდა მმართველი პარტიის და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა (გეი ფილმის ჩვენება), ასევე "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" (ანტისაოკუპაციო პროტესტის გეი რევოლუციასთან დაკავშირება) შეფასებების თანხვედრა." - წერია გამოქვეყნებულ კვლევაში.  

კვლევა, რომელიც რომელიც სიძულვილის ენის გამოყენებას ეხება, 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების წევრებმა მონიტორინგის პერიოდში 28 დისრკიმინაციული განცხადება გააკეთეს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა – 11. 

კომენტარები