არჩევნები 2020

კალათბურთელმა კანდიდატმა არ უპასუხა ტაბულას კითხვას, რა თემებზე იმუშავებს პარლამენტში

ტაბულა

ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-13 ნომერმა, კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ არ უპასუხა ტაბულას კითხვას, რა თემებზე აპირებს მუშაობას პარლამენტში. ამ კითხვის დასმის შემდეგ მან ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ "წინასაარჩევნოდ და პარლამენტშიც მექნება საშუალება, თქვენთან კომუნიკაცია მქონდეს და უფრო ამომწურავად გაგცეთ პასუხი".

იქამდე ვიქტორ სანიკიძემ თქვა, რომ სპორტული კარიერის დამთავრების შემდეგ ქართული ოცნების გუნდში ყოფნა მისთვის ახალი გამოწვევაა.

"15 წლის მანძილზე ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას. დღეს უკვე წარმოვადგენ ქართულ ოცნებას და მინდა, მთელი ჩემი რესურსი, კავშირები და შესაძლებლობები გამოვიყენო ქართულ ოცნებასთან ერთად და ვიბრძოლო საქართველოს წარმატებისთვის". - განაცხადა ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-13 ნომერმა.

კომენტარები