ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლიმ ლიმონათის გამყიდველ ბავშვებს ფინანსური დახმარება გაუწია

0 კომენტარი
ფოტო: Today Headline

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ ლონდონში მცხოვრებ ლიმონათის გამყიდველ ბავშვებს ფინანსური დახმარება გაუწია. 

ექვსი წლის აიან მუსამ და მიქაელ იშააქმა აღმოსავლეთ ლონდონში ლიმონათის გაყიდვა მას შემდეგ დაიწყეს რაც იემენის კრიზისის შესახებ შეიტყვეს. ბავშვები გაყიდვიდან შემოსულ თანხას საქველმოქმედო ფონდს გადასცემენ, რომელიც იემენელ დევნილებს ეხმარება.

"ბავშვებმა არ იცოდნენ, ვინ არის ანჯელინა ჯოლი. სამაგიეროდ მსახიობის ჩართვით აღფრთოვანდნენ მათი მამები". – ამბობს აიან მუსას დედა.

მუსამ და იშააქმა მსახიობს მადლობა გადაუხადეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები