ახალი კორონავირუსი საქართველოში

რუსთავი 2-ის 400-მდე თანამშრომელს COVID-19 არ დაუდასტურდა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას ცნობით, ტელეკომპანიაში გამოკვლეული 400-მდე თანამშრომლიდან COVID-19 არცერთს არ დაუდასტურდა. მისივე თქმით, კომპანიაში კიდევ რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს იმ ადამიანების ტესტირება, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა დაინფიცირებულ ადამიანთან, ასევე გამკაცრდება მაუწყებლობის პირობებიც,

"ჩვენ ძალიან მოკლე დროში მოვახერხეთ და ორგანიზებულად ჩვენი კომპანიის 400-მდე თანამშრომელს ჩავუტარეთ ტესტირება. საბედნიეროდ, ყველა ტესტის პასუხი არის უაყოფითი. შესაბამისად, ამ ეტაპზე გამორიცხულია, თუმცა, როგორც ჩვენ ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, კიდევ რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს იმ ადამიანების ტესტირება, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა დაინფიცირებულ ადამიანთან. ეს არის ვიწრო წრე, თუმცა ეს არ გვაძლევს ამ ეტაპზე მოდუნების საშუალებას. ძალიან გავამკაცრებთ პირობებს, თუნდაც  სტუმრების მიღების, გადაცემების ჩაწერის და ა.შ.

რეკომენდაციაა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ თანამშრომელთან, ყოველ 48 საათში ერთხელ ჩაუტარდეთ ტესტირება". - აღნიშნავს პაატა სალია.

გუშინ, 11 სექტემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომელს, ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

კომენტარები