ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სამედიცინო უნივერსიტეტთან მდებარე ნიკორას 2 თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა

იმედი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ნიკორას 2 თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ობიექტმა უკვე შეცვალა პერსონალი და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

"2 თანამშრომელს აქვს დადასტურებული ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის. ეს არის ქსელური მაღაზია. ობიექტმა შეცვალა მთლიანად იმ დღის პერსონალი, გადაიყვანეს თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ეს არის ნიკორა, სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს". –ამბობს ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ინფიცირებულები უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 38 - ბოლო 24 საათში. აქედან 1 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები