ეკონომიკა

აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა 25%-ით გაიზარდა და $184 მილიონი შეადგინა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი აგვისტოში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, გასულ თვეში ფულადი გზავნილების მოცულობა 25%-ით გაიზარდა და 184 მილიონი დოლარი შეადგინა.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1%, იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.

პარალელურად გაიზარდა საქართველოდან უცხოეთში გადარიცხული ფულის მოცულობაც. თუ კი, გასული წლის აგვისტოში საზღვარგარეთ გადარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 19 მილიონი დოლარი გადაიგზავნა, წელს იგივე მაჩვენებელი 23.1 მილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც 21%-ით მეტია.

ფულადი გზავნილები საქართველოს ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი მსხვილი წყაროა, გასულ წელს ამ არხით ქვეყანამ 1,7 მილიარდი დოლარი მიიღო.

კომენტარები