ეკონომიკა

10 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა

ტაბულა

ეროვნული ბანკი აგვისტოში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, გასულ თვეში ფულადი გზავნილების მოცულობა 25%-ით გაიზარდა და 184 მილიონი დოლარი შეადგინა.

ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • რუსეთი - $34,9 მილიონი, კლება - 1.4%;
  • იტალია - $27.9 მილიონი, ზრდა - 35.9%;
  • აშშ - $22 მილიონი, ზრდა - 45.8%;
  • საბერძნეთი - $20.6%, ზრდა - 40.1%;
  • ისრაელი - $14.6 მილიონი, ზრდა - 2%;
  • უკრაინა - $10.9 მილიონი, ზრდა - 187%;
  • თურქეთი - $9.6 მილიონი, ზრდა - 21.7%;
  • აზერბაიჯანი - $6.9 მილიონი, ზრდა - 269%;
  • გერმანია - $6.8 მილიონი, ზრდა - 62%;
  • ესპანეთი - $5.1 მილიონი, ზრდა - 20.7%;

ფულადი გზავნილები საქართველოს ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი მსხვილი წყაროა, გასულ წელს ამ არხით ქვეყანამ 1,7 მილიარდი დოლარი მიიღო.

კომენტარები