კორონავირუსი აჭარაში

აჭარაში კორონავირუსი კიდევ 3 პედაგოგს დაუდასტურდა

neatoday.org

აჭარაში კორონავირუსი კიდევ 3 პედაგოგს დაუდასტურდა. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის, ნონა ეფაძის თქმით, აჭარაში ინფიცირების 4-5 წყარო უცნობია და კვლევა მიმდინარეობს.  

ეფაძის თქმით, აჭარაში 8 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, 100-ზე მეტი შემთხვევა მსუბუქია, 129 ადამიანი უკვე გადაიყვანეს ე.წ. კოვიდკარანტინში. 

კორონავირუსით ინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან 124 აჭარაში დადასტურდა.  

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში 2 700-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა. მკურნალობის კურსს 414 პაციენტი გადის, მათგან 285 სამედიცინო დაწესებულებაში, 129 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 5 ადამიანი საკარანტინო სივრციდანაა, ინფიცირების შემთხვევათა დიდი ნაწილი კი წინა დღეებში დადასტურებულებთან კონტაქტია. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 562 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 370 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები