Edison Research

Edison Research: არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს - ოცნება - 38%, ენმ - 15%, ევროპელები - 6%

Formula

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 38% პასუხობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 15% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 6% ევროპულ საქართველოს. დანარჩენი შედეგები კი შემდეგნაირად ნაწილდება:

  • გადაუწყვეტელი ამომრჩეველი -23%
  • სტატეგია აღმაშენებელი -4%
  • ლელო -3 %
  • პატრიოტთა ალიანსი -3%
  • გირჩი - 3%
  • მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 1%
  • დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 1%
  • 1%-ზე ნაკლებია შემდეგი პარტიებს: გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი), სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია), თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა).

კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა. 

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

 

კომენტარები