Edison Research

Edison Research: ვის მისცემდით ხმას ვაკის მაჟორიტარულ ოლქში - ხოშტარია 39% ტურძელაძე - 37%

0 კომენტარი
ელენე ხოშტარია

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას ვაკის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 39% ევროპული საქართველოს წევრს, ოპოზიციის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას ასახელებს.

37% ამბობს, რომ მხარს ქართული ოცნების კანდიდატს, ნოდარ ტურძელაძეს დაუჭერდა. 

დანარჩენი ხმები ასე ნაწილდება: 

  • ბექა ნაცვლიშვილი, ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი - 7%;
  • ლევან კობერიძე, ლელო - 5%;
  • გია გაჩეჩილაძე, საქართველოს მწვანეთა პარტია - 4%;
  • ბიძინა გეგიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი - 2%;
  • სხვა კანდიდატები - 6%;

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები