კორონავირუსი აჭარაში

აჭარაში ჯამში ახალი კორონავირუსის 479 აქტიური შემთხვევაა

აჭარაში ჯამში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 479 აქტიური შემთხვევაა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევიდან 144 აჭარაში დადასტურდა.

ამათივე ცნობით, 321 პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს, 158 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობაზე.  

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე ამბობს, რომ ახალი შემთხვევების უმეტესობა ინფიცირებულებთან კონტაქტია. მისივე თქმით, 2 შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა, ასევე, ინფიცირებულია რამდენიმე სამედიცინო პერსონალი. ეფაძის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსი ჯამში 9 ორსულს აქვს დადასტურებული.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2 758 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 412 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები