პოპმომღერალი ქარდი ბი და ჰიპჰოპარტისტი, ჯგუფ Migos-ის წევრი, Offset განქორწინებას გეგმავენ.
მომღერალმა შესაბამისი საბუთები ფულტონის ოლქის უმაღლეს სასამართლოში შეიტანა.
"ქარდი ბიმ Offset-თან განქორწინების საბუთები შეიტანა. მოსმენა 2020 წლის 4 ნოემბერს გაიმართება. ორივეს ვუსურვებ წარმატებას". - წერს მომღერლის ადვოკატი ადრიენ ლოურენსი.
წყვილის განქორწინება ფორმალობაა, მომღერლები 2018 წლიდან აღარ ურთიერთობენ.