ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბათუმის სამშობიარო სახლში ახალი კორონავირუსით 13 ორსულია ინფიცირებული

adjara.gov.ge

ბათუმის სამშობიარო სახლში ახალი კორონავირუსით ინფიცრებული ორსულების რაოდენობა გაიზარდა. 13-14 სექტემბერს სამშობიარო სახლმა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 7 ორსული მიიღო, დღევანდელი მონაცემებით, რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.

როგორც ტაბულას ბათუმის სამშობიარო სახლში განუმარტეს, პაციენტები იზოლირებულები არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეს, 17 სექტემბერს, COVID 19-ის 179 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 126 აჭარაში გამოვლინდა, 15 - თბილისში.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 937 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 422 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები