ნაციონალური მოძრაობა

მელია: ჩემ თავს ვერ ვხედავ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი

0 კომენტარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ საკუტარ თავს ვერ ხედავს გუნდში, რომელშიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იქნება.

"ჩემი აზრი არის შემდეგი: ვანო მერაბიშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში მაშინ, როდესაც აბსოლუტურად განუკითხაობა იყო და ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო და ამას ვაფასებ. მაგრამ იმასაც ვაძლევ შეფასებას, რომ ბევრი რამ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, იყო ანტიკონსტიტუციური.   

მე პირადად, რაც მიმაჩნია მის მთავარ დიდ შეცდომად, როდესაც ახალგაზრდა გირგვლიანის ტრაკიგული შემთხვევა მოხდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე. სამწუხაროდ, იგი დარჩა თანამდებობაზე და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ხალხმა ეს დაივიწყა. სინამდვილეში, ეს დაილექა და როგორც დემოკრატიულმა ტალღამ, ისე დაარტყა ყველაფერთან ერთად 2012 წელს.

ამიტომ მე მიმაჩნია, რომ მისი პოზიტიური ცოდნა უნდა გამოადგეს ქვეყანას, მაგრამ ამ ადამიანს აქვს ნეგატიური გამოცდილება და მე პირადად, ჩემ თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი. არსებობს ფასეულობები, არსებობს ღირებულებები." - ამბობს ნიკა მელია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.  

მელია ასევე ამბობს, რომ მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის სიაში არ იქნება. თუმცა, ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა ნაწილის შესახებ ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები