კანიე ვესტი

კანიე ვესტმა გრემის ჯილდო უნიტაზში ჩააგდო და ზედ მოშარდა - VIDEO

0 კომენტარი

ჰიპ-ჰოპ არტისტმა, კანიე ვესტმა გრემის ჯილდო უნიტაზში ჩააგდო და ზედ მოშარდა.

ამის ამსახველი ვიდეო კანიე ვესტმა Twitter-ზე გამოაქვეყნა და აღწერად დააწერა:

"მენდეთ, არ გავჩერდები".

4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, კანიე ვესტმა Twitter-ზე დაწერა, რომ 2020 წლის არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

მისივე თქმით, ის დამოუკიდებელ კანდიდატად წარსდგება, რადგან რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანება დონალდ ტრამპის გამო არ სურს.

"ვნახოთ, როდის დავინიშნები 2020-ში თუ 2024-ში – რადგან პრეზიდენტს ღმერთი ნიშნავს. თუ 2020 წელს გავიმარჯვებ, ესე იგი, ღმერთმა დამნიშნა, თუ 2024 წელს გავიმარჯვებ, ესე იგი, მაშინაც ღმერთმა დამნიშნა". – თქვა ვესტმა Forbes-თან საუბრისას. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები