არჩევნები 2020

ევროპულმა საქართველომ ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი დაასახელა

ევროპულმა საქართველომ ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი დაასახელა. ახვლედიანმა წარდგენის ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო არის გუნდი, რომელმაც ყველაზე კარგად გაიაზრა წარსულის შეცდომები და იცის რა არის გუნდურობა. მისივე თქმით, ის, ევროპულ საქართველოსთან ერთად ბათუმს და მთლიან საქართველოს მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

"ვფიქრობ, რომ ევროპული საქართველო არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაზე უკეთ გაიაზრა წარსულის შეცდომები, ყველაზე მეტად ახასიათებს გუნდურობა და უკეთ უწყის, რას ნიშნავს საქართველოში დემოკრატიული, სამართლებრივი, სამართლიანი, ჰუმანური მმართველობა. ჩემი ღრმა რწმენით, ბათუმელებს, რომლებსაც უბრალოდ მობეზრდათ ამდენი გაუთავებელი ექსპერიმენტი, მობეზრდათ შიშში, გაუცხოებაში, კორუფციის ჭაობში და დამახინჯებულ ქალაქში ცხოვრება, იმედი მაქვს, მათი არჩევანი იქნება ევროპული, დასავლური, არარუსული გუნდი, ევროპული საქართველო, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მოუტანოს როგორც ამ ქალაქს, ისე მთლიან საქართველოს გარდამტეხი ცვლილებები". – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა წარდგენის ღონისძიებაზე.

არმაზ ახვლედიანი 2012 წელს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი იყო. მან პარტია 2016 წელს დატოვა.

კომენტარები