ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოში COVID-19 რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა

ajaratv.ge

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალი კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა. ინფორმაცია ტაბულას სასამართლოში დაუდასტურეს.

მათი თქმით, ინფიცირებული პირები მოსამართლეები არ არიან, სასამართლოს აპარატის თანამშრომლები არიან. ახლო კონტაქტში მყოფ პირებს დამატებითი კვლევები ჩაუტარდათ.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ 193 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი. 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დადასტურდა, 53 იმერეთში, ხოლო 31 - თბილისში.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 695 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 534 პაციენტი, გარდაიცვალა – 20..

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები